პაატა დავითაია - რუსეთს მაინც არ გამოუვიდა სოხუმთან  მასშტაბური ავიამიმოსვლის აღდგენა - ავია ფლოტმა მოსალოდნელი სანქციების გამო უარი განაცხადა ფრენების შესრულებაზე, რაც საერთაშორისო ზეწოლის შედეგია

როგორც ცნობილია, დღეს რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში სამგზავრო ავიამიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი შესრულდება 30 წლის შემდეგ. რეგულარული ფრენების აღდგენის მცდელობა ნათლად აჩვენებს, როგორ ემზადება რუსეთი ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ანექსიისთვის,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს მოქმედებებითა და გავლენით, რუსულმა აეროფლოტმა მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ფრენების შესრულებაზე უარი განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს მოქმედებებით და გავლენით რუსულმა აეროფლოტმა მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდების მიზნით უარი განაცხადა ფრენების შესრულებაზე. სოხუმში ფრენებს იწყებს UVT aero ავიაკომპანია, რომელიც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს ავიაბაზარზე და დაკავებული არიან სპეციალური გადაზიდვებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და „ეფესბეს“ ძალებისთვის.

ნათლად ჩანს, რომ რუსეთს მაინც არ გამოუვიდა იმ გეგმის შესრულება, რაც მას ჰქონდა სოხუმთან მასშტაბურ, რეგულარულ ავიამიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში არის საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის თანამშრომლობა და აქტიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის ფედერაციამ და სეპარატისტებმა ვერ შეძლონ მათი საერთო მიზნების განხორციელება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე