ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს - შანსი გაქვთ გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების - საზოგადოება გიყურებთ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და გაიმეტებთ თუ არა ახალგაზრდებს პოლიტიკური დასჯისთვის

სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე თავად შესცოდო, დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს მართლმსაჯულება გადაერჩინა, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

შესავალ სიტყვაში, რომელიც ჭიჭინაძის ადვოკატებმა წარმოთქვეს, აღნიშნავდნენ, რომ პროკურატურას საქმეზე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს.

თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მაქვს აქვს შანსი, „გამრუდებული მართლმსაჯულება გამოასწოროს“.

„რისთვისაც ასამართლებს სასამართლო ამ ადამიანებს, არის ის, რომ ისინი იმ ღირებულებებს იცავენ, რასაც თქვენ, პროკურატურა და მოსამართლე უნდა იცავდეთ.

ანდრო იქ იდგა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის, თქვენთვისაც ქალბატონო მოსამართლე და სამშობლოსთვის.

ანდრო ჭიჭინაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა... სამართალდამცავები იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და წყლით სავსე ბოთლებს ისროდნენ, რაც ანდროს ფეხის არეში, წვივთან მოხვდა. კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები დედის მისამართით იგინებოდნენ, სასტიკად სცემდნენ და არბევდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ვინც კანონს უნდა იცავდეს, ის იგინება იმ კადრებში, რაც თავად ბრალდებას აქვს წარმოდგენილი და ამას ვერ გაექცევა. ვინც ამ დროს აგრესიული და მოძალადეები იყვნენ, თავად პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ქალბატონო მოსამართლე, ეს კადრები აუცილებლად გექნებათ ნანახი. რა ხდება დღეს? პროკურატურა თავად დებს ანდრო ჭიჭინაძეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. საბჭოთა კავშირის ბინძურ სისტემაშიც კი, საბჭოთა მანქანაც კი ერიდებოდა ვინმესთვის ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაებრალებინა, რადგან ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიუთითებდა“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

მისი განმარტებით, ჭიჭინაძე და მისი ოჯახი სამართლიანობისთვის წლებია იბრძვის.

„ანდრო ჭიჭინაძის პროტესტი მშვიდობისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის გუშინ არ დაწყებულა. ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმიდან დაიწყო, როცა მისი ოჯახის ახლობელი, სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლეს.

სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე თავად შესცოდო, დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მივეცით საშუალება სასამართლოს მართლმსაჯულება გადაერჩინა, მაგრამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. თქვენ, ქალბატონო მოსამართლე გაქვთ შანსი, გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების. ეს არის საქმე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაზომოს ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. საზოგადოება გიყურებთ გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას და გაიმეტებთ თუ არა უდანაშაულო, პატრიოტს ახალგაზრდებს პოლიტიკური დასჯისთვის. ეს არის მოსამართლის ტვირთიც და ვალდებულებაც, დაიცვას არამხოლოდ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომლის დაცვაც კონსტიტუციამ დაგავალათ, არამედ ამასთან ერთად, დაიცვას სამართლიანობაც“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ამ წუთებში სასამართლოში დაკავებულების ადვოკატების შესავალ სიტყვებს უსმენენ. სხდომის დაწყებისას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მე-8 დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსლან სივაკოვი უარს აცხადებდა გამოცხადებაზე.

პროცესს არ ესწრება ბრალდებულ რევაზ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, თუმცა, ეს არ ზღუდავს სხვა ადვოკატებს, რომ შესავალი სიტყვები წარმოთქვან.

შესაბამისად, მოსამართლემ სხდომა არ გადადო.

რაც შეეხება კიკნაძეს, მას მოსამართლემ წარდგენილი ბრალდება და უფლებები განუმარტა, რაზეც ბრალდებულს ჰკითხა, იყო თუ არა გასაგები, რაზეც კიკნაძემ უპასუხა, რომ „ვერც გაიგო და არც ეთანხმება".

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე