ლევან დავითაშვილი - საქართველო სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს - ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო

ჩვენი პოზიცია ცალსახაა - საქართველო აეროპორტის [სოხუმის აეროპორტი] საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის - ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ICAO უჭერს, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებზე დაწყების შესახებ დასმულ კითხვას.

კიდევ ერთ კითხვაზე, მიმართეს თუ არა რუსულ მხარეს, დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პოზიციას ყოველთვის ღიად აფიქსირებენ და ეს რუსული მხარისთვის გასაგებია.

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა - საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის - ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO უჭერს. ჩვენ ICAO-სთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.

საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე, მაგრამ გვესმის, რომ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე საპასუხო ზომები იმ რუსული კომპანიების მიმართ, ვინც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაფრინავს, მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიები, რომლებიც “ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევენ, საქართველოში ვერ იოპერირებენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის საშუალება არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება. ეს არის ოკუპირებული და არაღიარებული ტერიტორია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე