ლევან დავითაშვილი - აშშ-ში ვისაუბრე გულდაწყვეტით, რომ კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია არ ხდება - სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენს ურთიერთობებში და ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია, არაფერი სხვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტორს წინადადებების წარდგენის ვადა აპრილში ამოეწურა და სამინისტრო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ამ წინადადებებს დაამუშავებს, შედეგად კი გამარჯვებულს გამოავლენს.

მისივე თქმით, საკითხზე ჩინური ფაქტორი არის სპეკულაციის საგანი.

„გამარჯვებული არ არის გამოვლენილი. ჩვენ უკვე ბოლო "დედლაინი" გვქონდა აპრილის ბოლოს, მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ ერთი თვე იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ეს წინადადებები და შევაფასოთ რამდენად მისაღებია. [აშშ-ში ვიზიტისას] ყველგან ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტი ცალკე აღებული თემა არაა, ეს არის შუა დერეფნის და სატრანსპორტო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ნაწილი. სატრანსპორტო - ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცენტია ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია და არაფერი სხვა. ჩინური ფაქტორიც ეს არის სპეკულაციის საგანი. ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო. ყოველთვის ხდება მის კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტია და მქონდა საუბარი ამერიკაში კოლეგებთან. ჩემი მხრიდან იყო გულდაწყვეტით საუბარი, რომ არ ხდება კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია და საზოგადოება შედის შეცდომაში, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პროექტს ვავითარებთ სახელმწიფოს უმეტესი წილით. საქართველოს სახელმწიფო ამას უყურებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და აქ სახელმწიფო ინტერესები არის გარანტირებული. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სპეკულაციები კი დამაზიანებელია პროექტისთვის. შესაძლოა, გვყავდეს კერძო პარტნიორი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს 49% წილი. პორტი ძალიან სწრაფად იქნება ოპერირებადი, სრულფასოვნად შეასრულებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციას და მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენ სამომავლო განვითარების მოწყობაც რომ ვიცოდეთ. ამაზე სამინისტროს აქვს ძალიან კარგი წინადადებები დამუშავებული. ყველანაირი ალტერნატივისთვის მზად ვართ. იმის მიხედვით როგორი იქნება წინადადება, ჩვენ გვეყოლება პარტნიორი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა