ჭიათურაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჭიათურაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. დავის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000 ლარიან ჯარიმას ითხოვდა.

უფლებადამცველები 126-მუხლის 225 მუხლით შეცვლას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არა დაგეგმილი, არამედ სპონტანურად მომხდარი ინციდენტი იყო და მომხდარში მეორე მხარეს ადანაშაულებენ. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მომხდარი კი მათ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.

შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა