ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე - ქალბატონი რაისა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი „მეგობარია“ - თქვენს ქვეყანას და ევროკავშირს მიხედეთ - სახელმწიფოებს ევროკავშირში შესვლა აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არის, ისინი დატოვებაზე ფიქრობენ

ქალბატონი რაისა [რასა იუკნევიჩიენე] დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი „მეგობარია“ - ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში 1%-იანი ლეგიტიმაციაც არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამ განცხადებას „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესენი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ“.

„ქალბატონი რაისა [რასა იუკნევიჩიენე] დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი „მეგობარია“. ყველა ადამიანს ემართება - გარკვეულ ასაკში რომ მიდის, შემდეგ არაადეკვატურები ხდებიან. ეს ქალბატონი, რომელსაც უკვე ასაკმა უწია, ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს არ არის „ეიჯიზმი“, უბრალოდ ყველაზე გამოკვეთილად არაადეკვატურ განცხადებებს ეს ქალბატონი აკეთებს. რომ იცოდეთ, ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში 1%-იანი ლეგიტიმაციაც არ აქვს. როგორც კი დამთავრდება და ამოწურავს [საქმიანობას], დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეიტინგი არ აქვს. ასეთი ადამიანები გვმოძღვრავენ. ასეთი ადამიანები მორალს გვიკითხავდნენ, თუ როგორ უნდა დავუწესოთ სანქცია რუსეთს, რომლის ქვეყანა პირველ ადგილზეა ნავთობით ვაჭრობაში და ღვინის ექსპორტში. ამ ხალხის მორალი რა არის? - წეროს და იკითხოს, იკითხოს და წეროს. ჩვენთვის მათი განცხადებების მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესენი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვანს არ წარმოადგენენ. ისინი ლობისტური ორგანიზაციების მხრიდან დაქირავებულები არიან, რომ „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირონ და ჩვენი ქვეყანა გააშავონ. ისინი „ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. ქალბატონი რაისა, შემდეგ სახელი გადაირქვა, კუბილიუსთან ერთად „პერესტროიკით“ გორბაჩოვის მთავრობასთან თანამშრომლობდა. ჩვენ ამ მორალის ადამიანი დემოკრატად გამოგვეცხადა და მორალს გვიკითხავს, ქართველებს რა სიტყვებით ამკობს. მგონია, რომ ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ქალბატონო რასა, თქვენს ქვეყანას და ევროკავშირს მიხედეთ, რომელიც უავტორიტეტო და რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა თქვენს ხელში. სახელმწიფოებს ევროკავშირში შესვლა აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არის, ისინი დატოვებაზე ფიქრობენ. ეს ყველაფერი თქვენ და ლობისტების მიერ დაქირავებულებმა მოახერხეთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი განცხადება არაეთიკურია და აპირებს თუ არა ამის გამო ბოდიშის მოხდას, ზარქუამ უპასუხა რომ „არა“.

ცნობისთვის, საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა, რომ „საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია”.

„ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“,- განაცხადა იუკნევიჩიანემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს