ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, შეხვედრის მიზანი დაზარალებულების პრობლემების გაცნობა იყო.

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ირაკლი ხმალაძესთან გამართული შეხვედრით კმაყოფილები არიან.

ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერის, მზია ბუჩუაძის განცხადებით, მერია დაზარალებულებს ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა სახის დახმარების გაწევას შეძლებენ.

„ჩვენ შევხვდით თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს. მათ გაითვალისწინეს ჩვენი ტკივილი, თხოვნით იმას მივაღწიეთ, რომ თბილისის მერიის ვინმე წარმომადგენელი შეგხვედროდა. ჩვენ გვერდში დგომა გვჭირდება. ირაკლი ხმალაძემ ყველაფერი გამოგვკითხა. მან მითხრა, რომ „ამ თემაზე ვიმუშავებთ, მე მყავს ზემდგომები, ყველაფერს გავითვალისწინებთ, ჩვენც გვტკივა თქვენი ტკივილი და მესმის რა დღეშიც ხართ. მაქსიმალურად ვეცდებით, თუ რამე ჩვენი მხრიდან შესაძლებელი იქნება, დაგეხმარებით“.

შეხვედრები კიდევ გაიმართება. ჩვენ მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ, ინფორმაციას მივაწოდებთ და ა.შ.

ჩვენ ჯერჯერობით პირველი შეხვედრით კამყოფილები ვართ“, - განაცხადა მზია ბუჩუაძემ.

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა, დღეს დილით კი ადგილზე ხმაური იყო. დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. მოვაჭრეებს შესვლა სურდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. ამასთან, ისინი ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი უწყებასთან თავად გადაინაცვლეს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა