რევაზ კიკნაძე - მიმალვის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, რანაირად უნდა მივიმალო, ლისის ტბაც არ ვიცოდი სად იყო, პასპორტიც არ მაქვს - ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს?!

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია,- ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ სხდომას მისი ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრებოდა, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.

„არაიურიდიული სიტყვებით ვიტყვი - როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, გახსოვდეთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება რაღაც პერიოდი ადამიანი ხელისუფლებაში იყოს და ძალაუფლება შერჩეს, მაგრამ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს და თავის სათქმელს დაარქმევს. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ.

მიმალვის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, რანაირად უნდა მივიმალო, ლისის ტბაც არ ვიცოდი სად იყო, საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი, პასპორტი არ მაქვს, დამალვას საერთოდ არ ვაპირებ, დასამალი არაფერი მაქვს.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია.

ციხის ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული, ციხის დირექტორით დამთავრებული, ყველა გეტყვით, როგორი პიროვნებები ვართ იქ და როგორ ვიქცევით. პირიქით, ყველა იმას ამბობს, აქ რა გინდათ, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“,- განაცხადა კიკნაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე