9 მაისს, თბილისში, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ იგეგმება

9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ იგეგმება. აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა.

აქცია 19:00 საათზე დაიგეგმა, ორგანიზატორების განცხადებაში აღინიშნება, რომ ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან.

„9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე.

75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან.

საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით.

ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია.

ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ვხვდებით. ვხვდებით ჩვენი ბრძოლის გმირებთან - სინდისის პატიმრებთან ერთად, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ოჯახის წევრების მიერ პატივისცემით და მადლიერებით, ჩვენი გამარჯვების რწმენით, ჩვენი ქართველობის და ევროპელობის ერთობით და ძალით.

9 მაისს, 19:00 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე.

დავდგეთ ერთად და ვუთხრათ წარსულ და მომავალ თაობებს, ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენი ნება ურყევია, რადგან საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპის დაპირება - ქართველ ხალხს.

ჩვენი ძალა ევროპაშია! ჩვენი ძალა ერთობაშია!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე