დონალდ ტრამპის განცხადებით, მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგენს, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს დროებით მარკო რუბიო შეასრულებს

მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს და გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე იქნება ნომინირებული. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე ავრცელებს.

“მიხარია დავაანონსო, რომ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად მაიკ უოლცს წარვადგენ…

დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობებს, პარალელურად კი თავის ძლიერ ლიდერობას გააგრძელებს სახელმწიფო დეპარტამენტში”, - წერს ტრამპი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში