Samsung-ის ეკრანების გლობალური აღიარება - Quantum Dot ტექნოლოგია სერტიფიცირებულია კადმიუმის გარეშე

SGS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კვანტური წერტილების ფირი კადმიუმს არ შეიცავს და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის RoHS სტანდარტებთან.

Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ QD ტელევიზორებისათვის გამოყენებულია კვანტური წერტილების (QD) ფირი. ბრენდმა მიიღო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული ეკრანის შესაბამისობას RoHS რეგულაციასთან. მსოფლიოს წამყვანმა სერტიფიცირების ორგანომ “Société Générale de Surveillance” (SGS) კი დაადასტურა, რომ ფირი კადმიუმს არ შეიცავს.

SGS მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარიაში და არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირებისა და სერტიფიცირების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების შესაბამისობას ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებისადმი. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიას, მათ შორის: ელექტრონული პროდუქციის, სასურსათო და გარემოს დაცვის სფეროებს.

Samsung-ის კვანტური წერტილების ფირი კადმიუმისგან თავისუფალია, რაც SGS-ის მიერ არის დადასტურებული. ასევე, კომპანია იცავს ევროკავშირის RoHS რეგულაციებს, რაც ტელევიზორების უსაფრთხო და მაღალხარისხიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

„Samsung-ის კვანტური წერტილების ტელევიზორები დამზადებულია უსაფრთხო ტექნოლოგიით, რომელიც შეესაბამება სახიფათო ნივთიერებების შეზღუდვებს და უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას“ - განაცხადა Samsung Electronics-ის ვიზუალური ეკრანების ბიზნესის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, Taeyong Son-მა.

Samsung-მა კვანტური წერტილების ტექნოლოგიის კვლევა 2001 წელს დაიწყო და უწყვეტი განვითარების შედეგად, კომპანიამ გლობალური ეკრანების ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა.

2014 წელს, მსოფლიოში პირველად, კადმიუმისგან თავისუფალი კვანტური წერტილების მასალა Samsung-მა შექმნა, ამის შემდეგ - 2015 წელს კომპანიამ გამოუშვა ტელევიზორები, რომლებშიც გამოყენებული იყო აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგია. Samsung-მა, უწყვეტი ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ლიდერის პოზიცია მოიპოვა კვანტური წერტილების ტექნოლოგიაშიც.

Samsung-მა წარმატებით შექმნა ნანომასალა, რომელიც არ შეიცავს კადმიუმს და მოიპოვა დაახლოებით 150 ლიცენზია კვანტური წერტილების ტექნოლოგიაზე. ამ დიდი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, კომპანიამ შექმნა ტელევიზორების ახალი თაობა, რომელიც მხარდაჭერილია კვანტური წერტილების ტექნოლოგიით, მზადდება უსაფრთხო მასალებისგან და არ შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის