ვეფხია კასრაძე - რა აუცილებლობაა, რომ საპატიმროში ვიყო და არა სახლში? - რა შეიძლება დაუშავოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს, იგივე ონისე ცხადაძემ? - პატრიარქს ვთხოვ, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი და პროცესებს დაესწროს

რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო? - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას სიტყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და განუმარტა, საქმის გარშემო ესაუბრა.

ვეფხია კასრაძის მიმართვას რამდენიმე ადრესატი ჰყავდა.

„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის ამ საქმეზე.

ეს არის პოლიტიკური დევნა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე. მინდა ე.წ. ხელისუფლებას ვუთხრა, თუ აპირებენ გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა კასრაძემ. მას მოსამართლემ მოუწოდა, აღკვეთთან დაკავშირებით ესაუბრა, რადგან სხდომათა დარბაზში იმყოფება და მიმართვის უშუალო ადრესატი მოსამართლე ყოფილიყო.

„რაც ამ დარბაზში ხდება, ეს არამხოლოდ დანაშაულია ბატონო ბრალმდებლებო, არამედ ბოროტება, თქვენ ჩემს შვილებს უკანონოდ წაართვით სიხარული და ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. ჩემი 8 წლის ბიჭი ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის.

ანდრო ჭიჭინაძის სხდომას ვუყურე, მსახიობი კაცის, ჩემი კოლეგის“, - განაცხადა კასრაძემ, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მას „სხვა საქმე არ აინტერესებს“.

“არ გაინტერესებთ ვინ ვარ და რა პიროვნება?“, - მიმართა კასრაძემ მოსამართლეს, რასთან დაკავშირებით მას მჭედლიშვილმა უთხრა, რომ „აინტერესებს, თუმცა, ბრალდებულს საქმესთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა“.

„თხოვნა მექნება, მათქმევინეთ ჩემი სიტყვა. რა შეიძლება დაუშავოს ანდრო ჭიჭინაძემ სახელმწიფოს, იგივე ონისე ცხადაძემ? დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ჩვენ არ გვეხება? ნანუკა ჟორჟოლიანს შეუვარდნენ სახლში იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახებს ეხმარებიან. ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ [საქმის პროკურორები], თქვენ რასაც აკეთებთ ბოროტებაა“, - განაცხადა კასრაძემ.

მან ასევე მიმართა პატრიარქს.

„ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენელი, რათა პროცესებს დაესწროს. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ხმა აღიმაღლონ, ჩვენშია პრობლემა. ეს სასამართლო ბოროტების ბუდედ არ უნდა ვაქციოთ. ესენი თუ ქრისტიანები არიან, აღდგომას ხომ შეიძლება გავეშვით? როცა მართალი ვარ, რატომ უნდა დავიმალო? ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რა აუცილებლობა არსებობს, რომ საპატიმროში ვიყო და სახლში არ ვიყო? რაღაც ადამიანურიც ხომ არსებობს ხალხნო?“, - განაცხადა კასრაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე