თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი სასამართლოს იყენებს რეპრესიებისთვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა არჩევანია ევროპა, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები და სხვა პროფესიის ადამიანები

ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა.

„დღეს ჩატარდა მორიგი პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პოლიტპატიმრების პროცესი. ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის ადამიანების წინააღმდეგ მათი ევროპული არჩევანისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ იქნება ეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები. მიზანი ივანიშვილის არის ერთი - ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა, ამ მომავლისთვის ვინც იბრძვის, მათი სამაგალითოდ დასჯა, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, არ შეგვაჩერებს, პირიქით მეტად გაგვაერთიანებს როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!