სალომე ზურაბიშვილი - სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია - ამ ღამეს მომხდარი ამბები, ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: 4:20 საათზე რომ ატყდება აურზაური და იარაღის გამოყენება, ეს უკვე ჩემი კი არა, ქალაქში უსაფრთხოების საკითხია

დილის 4:20 საათზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია - ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მისივე თქმით, „შემოხაზულია ნასროლი ტყვიების ადგილი“.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხმაურისა და სროლის დროს ადგილზე პოლიცია არ მისულა.

„სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია … ამ ღამეს მომხდარი ამბები, უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 საათზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია - ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია. ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე-ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელი ამ მოვლენების დროს, არცერთი პოლიციელი !!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!

მშვიდობით სავსე ქალაქი, უსაფრთხო ქვეყანა!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს