ირაკლი ფავლენიშვილი - „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა და ასევე, ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას

„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა და ასევე, ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული აქტის მიღება და დაკანონება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლაში და მეორე მხრივ არის ძალიან მკაცრი და ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებაში, რომელიც დემოკრატიას, ქართველი ხალხის დასავლურ ინტეგრაციას უთხრის ძირს, კლავს დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა