გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერებმა კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„არჩევნების შედეგებს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველი განახლების მანდატად მივიჩნევთ. როგორც პოლიტიკური ცენტრის პარტიები, ჩვენ თავს ერთობლივად პასუხისმგებლად მივიჩნევთ ამას მივაღწიოთ“, - აღნიშნულია ხელმოწერილ დოკუმენტში.

144-გვერდიან შეთანხმებაში, სახელწოდებით „პასუხისმგებლობა გერმანიისთვის“, ხელმომწერმა მხარეებმა განსაზღვრეს, თუ რისი მიღწევა სურთ კოალიციური ფორმატის ფარგლებში.

დოკუმენტის ხელმოწერით მთავრდება მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.

6 მაისს ბუნდესტაგი მერცს გერმანიის ახალ კანცლერად აირჩევს. იმავე დღეს მისი მთავრობის წევრები ფიცს დადებენ. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლარს კლინგბეილი გერმანიის ვიცე-კანცლერი გახდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე