სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფს წარვუდგინეთ „წინააღმდეგობის პლატფორმა“  - მოვიწვიეთ 26 მაისზე

,,წინააღმდეგობის პლატფორმამ“ საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფთან დისტანციური შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პლატფორმის წევრებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეგობართა ჯგუფს ,,წინააღმდეგობის პლატფორმის“ მონაწილეები წარუდგინა, მისი მიზნები და მუშაობის ფორმატი გააცნო.

დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები, აშშ-ს კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

„წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, „წინააღმდეგობის პლატფორმა“, მისი მიზნები, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპები. ასევე, ის, რომ დაფუძნებულია ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი და პირველი მიზანია ახალი არჩევნები, ასევე პატიმრების გათავისუფლება.

ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. პროტესტის მონაწილეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისზე, რომ ქართველ ხალთან ერთად თვითონ გამოხატონ სოლიდარობა.

ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რაზედაც თვითონაც არიან ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებები რაც მიღებულიო იქნა, თუნდაც მედიის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს, რომ ბრიტანულ კანონმდებლობასთან არის მიახლოებული, ეს ყველაფერი არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს, როგორც ხან ბრიტანულს, ხან ამერიკულს, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას ჭირდება კიდევ მეტი რეაგირება ევროპელი მეგობრებისგან.

ამ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და მეგობარი აქტის დღეს განხილვა საღამოს ექვს საათზე აშშ-ში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს