Reuters - არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს და ავიაბილეთებს შესთავაზებს

არალეგალ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ს ნებაყოფლობით დატოვებას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1000 დოლარს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალ მიგრანტებს 1000 დოლართან ერთად ავიაბილეთებსაც შესთავაზებს და ეს ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათი დეპორტაცია.

„თუ თქვენ აქ არალეგალურად იმყოფებით, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად თვითდეპორტაცია ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ეკონომიური გზაა“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირის დაკავების, მისი პატიმრობაში ყოლისა და დეპორტაციის საშუალო ღირებულება ამჟამად 17000 დოლარს შეადგენს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ