ლევან სამუშია - სანქციებზე საუბარი მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „MEGOBARI აქტის“ თანაავტორები - ვითარების გამოსწორების გასაღები არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვისაც“ შანსია

სანქციებზეა საუბარი და ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „მეგობარი აქტის“ თანაავტორები, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

ლევან სამუშიას თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ტელეეკრანებიდან „იღიმიან და დამცინავად ლაპარაკობენ, მაგრამ კამერებს მიღმა რა ვითარებაში არიან, ყველამ კარგად იცის“.

„ამ მეგობარი აქტის ერთ-ერთ თანაავტორი იმ კუთხით, რომ შესაძლოა სანქციები იყოს თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, თვითონ არიან ამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენი ჟურნალისტია ნაცემი, რამდენი გადაურჩა სიკვდილს და რომელიმე სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მიყვანილი გინახავთ? - არცერთი. პირდაპირ ეთერში ადამიანებს თავს დაესხნენ, სცემეს, გაუსწორდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ. მეორე ფაქტი, ადამიანებს საღ-სალამათს აკავებდნენ და ნაცემ-ნაბეგვები, საშინელ მდგომარეობაში გამოდიოდნენ გარეთ. ვინმე იტყვის, რომ საქართველოში რამე დემოკრატიული ხდება? ქვეყანას მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება.

ვითარების გამოსწორება შეიძლება, გამოსწორების გასაღები არსებობს. ეს გასაღები არის ის, რომ ყველა პოლიტიკური ტყვე, რომელიც საპყრობილეშია მოთავსებული, უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ვითარების გამოსწორების ერთადერთი შესაძლებლობა და შანსი. ეს არის შანსი მათთვისაც, მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, რომ ესენი გამოვლენ ტელეეკრანებზე და მიკროფონებთან ტირილს დაიწყებენ, ამას არ გააკეთებენ. მაგრამ თუ გგონიათ, რომ მათთვის ეს სულ ერთია, არა მეგობრებო, არ არის სულ ერთი. ისინი რას ამბობენ ცისფერ ეკრანებზე და რეალობა, სხვადასხვა რამაა“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე