ნიკა მელია - დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი - მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შედეგი რეჟიმის უკან დახევის სახით არ გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიხევს

დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მელიას თქმით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად იმას აკეთებენ, რაც საჭიროა.

"გადაჭარბებულად ნათქვამი არ არის, როდესაც ერთმანეთს ვეუბნებით სიმართლეს, რომ დემოკრატიული მსოფლიოსთვის ივანიშვილის რეჟიმი იქნება აბსოლუტურად მიუღებელი მანამ, სანამ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი, ჯერჯერობით, რეჟიმის უკან დახევის სახით არ გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ დაიხევს.

სანამ არსებობს პროტესტი საზოგადოებაში, მანამ მთელი დემოკრატიული მსოფლიო იქნება ხალხისკენ. რა დრო დასჭირდება ამას და რა ნაბიჯები დასჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ კიდევ და კიდევ უფრო ჩიხში მოექცეს არადემოკრატიული ხელისუფლება და ამით ქართულ, დემოკრატიის მოსურნე საზოგადოებას მხარი დაუჭირონ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ რუტინულ ბრძოლაში ვიყოთ დისციპლინირებულები, მოტივირებულები, არ დავკარგოთ ოპტიმიზმი და გვახსოვდეს, რომ გამარჯვება, საბოლოო ჯამში, დარჩება ამ ქვეყნის სასარგებლოდ.

რაც შეეხება ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, ისინი, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად თავიანთ საქმეს აკეთებენ, თუმცა მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების აქტიურობა, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს. რითაც დავიწყეთ ბრძოლა - მშვიდობიანად - ამ მეთოდით უნდა გავაგრძელოთ და შედეგი გარდაუვალი იქნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის