მამუკა ხაზარაძე - „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ დანაშაულზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ 13 წელიწადში ჩაიდინა - უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და „MEGOBARI აქტი“ სწორედ ამის წინაპირობაა

„MEGOBARI აქტი“ რეალურად ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“.

„MEGOBARI აქტი“, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!

კი, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“, როცა ღირსება აყარა სასამართლოს; მოკლა ინსტიტუციები; ფიზიკურად იძალადა ხალხზე; დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას; დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე; დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.

დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და „MEGOBARI აქტი“ სწორედ ამის წინაპირობაა!

გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას“, - წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები