გიორგი ვაშაძე - „MEGOBARI აქტი“ არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე, ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „MEGOBARI აქტი“, რაც ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. როგორც ვაშაძე „ფეისბუქზე“ წერს, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.

„მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „MEGOBARI აქტი”. ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა - 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს. ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!" - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა