ხატია დეკანოიძე - „MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, თანამდებობის პირებზე, ვინც არა მხოლოდ დავალებებს გასცემდა, არამედ ასრულებდა - კიდევ ვერ ხვდებიან, რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა

„MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტუტუტების წარმომადგენლებზე,- ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალუირ მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ „MEGOBAR აქტს“

დეკანოიძის თქმით, „MEGOBARI აქტის“ გავლენას „ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს“.

„MEGOBARI აქტის“ გავლენა, ასევე, წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ დავალებებს აძლევდა, არამედ ასრულებდა.

ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს ამ გავლენას, ისევე როგორც, იანუკოვიჩის ხელისუფლებაზე აშშ-ს მიერ სპეციალურად გავრცელებული სენატორ პატრიკ ლიჰის აქტი. თუმცა, MEGOBARI გაცილებით ძლიერია.

კიდევ ვერ ხვდებიან - რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს