პროკურორი - ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე მოწმე მივიდოდა, იქამდე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მანამდე სცემს ბრალდებული ელისაშვილი დაზარალებულს ალი ბაბაევს

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე მოწმე მივიდოდა, იქამდე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მანამდე სცემს ბრალდებული [ელისაშვილი] დაზარალებულს [ალი ბაბაევს], - ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება შემდეგ სხდომებზე წარადგენს მტკიცებულებებს, რითაც ელისაშვილის ბრალეულობა დადასტურდება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომ კოსტავას ქუჩაზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩვენ მომდევნო სხდომებზეც წარმოვადგენთ მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულის მხრიდან ნამდვილად ჩადენილია დანაშაული“, - განაცხადა პროკურორმა.

გუბელაძის განმარტებით, ელისაშვილისა და დაზარალებულის ქმედებები ვიდეოჩანაწერშია აღბეჭდილი.

„ვიდეოჩანაწერი არსებობს, კადრები ნახეთ და თქვენ თვითონ აღმოაჩენთ, რომ ადვოკატები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოწმეს თუ მოუსმენდით, გაიგებდით, როცა ის მოვიდა, უკვე დაწყებული იყო ფიზიკური დაპირისპირება, ძიძგილაობას ეძახის ის ამას. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე მოწმე მოვიდოდა, იქამდე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მანამდე სცემს ბრალდებული დაზარალებულს, მანამდე ორჯერ წააქცია კიდეც, მოწმის მოსვლის შემდეგ მიდის დაზარალებული მასთან და სთხოვს ჯოხს, მაგრამ ჯოხი დაზარალებულს არც კი გამოუყენებია. ამიტომ ამოჭრილი მოწმეების ჩვენებების მოსმენას ჯობს, ვიდეოჩანაწერს უყუროთ. დაზარალებული ზურგით დგას, „ავერსის“ აფთიაქში შედის, ბრალდებული უკნიდან ეპარება და აყენებს შეურაცხყოფას“, - განაცხადა გუბელაძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ