ანა დოლიძე „MEGOBARI აქტზე“ - სულ მალე ახალი რეალობა დაგვიდგება - „ქართული ოცნება“ ჩიხშია

კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე „MEGOBARI აქტის“ მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია.

ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, გილოცავთ, ამერიკის თემთა პალატამ “MEGOBARI აქტი“ ორ პარტიული უმრავლესობით მიიღო. ახლა დაველოდოთ სენატს. სულ მალე ახალი რეალობა დაგვიდგება. „ქართული ოცნება“ ჩიხშია“, - წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა