საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად პროდუქტიულობისა და თანამშრომელთა ჩართულობის ტრენინგი ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლების ჩართულობა და ინოვაციური იდეების შემუშავება, ხარისხი და პროდუქტიულობა, ასევე თანამშრომლების გადინების შემცირება და გუნდურობის პრინციპები.

ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ერთობლივი ტრენინგი ჩაატარეს პროდუქტიულობისა და თანამშრომელთა ჩართულობის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, ვინაიდან კმაყოფილი თანამშრომლები განაპირობებს ბიზნესის წარმატებას. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება