The Guardian - პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალის ვაიდელის განცხადებით, გერმანიის პარლამენტის მიერ კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად ფრიდრიხ მერცის კანცლერად არჩევის წარუმატებელი მცდელობა „გერმანიისთვის კარგ დღეს“ წარმოადგენს.

„თაღლითი და მატყუარა ფრიდრიხ მერცი არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა. ეს მომავალი მთავრობის არასტაბილურობის ნიშანია. ფრიდრიხ მერცის ნელი სიკვდილი უნდა დასრულდეს და გზა ახალი არჩევნებისთვის უნდა გაიხსნას“, - განაცხადა ალის ვაიდელმა.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ახლა ბუნდესტაგს ქვეყნის კანცლერის არჩევა 14 დღის განმავლობაში შეუძლია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა