7 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე 7 ივნისს უმასპინძლებს.

ღონისძიება უნივერსიტეტის 1 კორპუსის ფოიეში 11:00 საათიდან დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ თსსუ-ის ყველა საგანმანათლებლო პროგრამას.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამების და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რასაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და ცენტრებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თსსუ-ის სტუდენტური ორგანიზაციები წარმოადგენენ.

13:00 საათიდან თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მესამე კორპუსი, მესამე სართული) სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ასევე თსსუ-ის ვიცე რექტორებსა და ფაკულტეტების დეკანებს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს