„სახელმწიფო საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალ გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა

„სახელმწიფო საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ახალ გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციაც BPN ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ვანო ზარდიაშვილი გენერალური დირექტორის პოსტს 2025 წლიდან იკავებს, იქამდე კი ამავე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. უფრო ზუსტად, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე კი იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის ცვლილება გასულ თვეში ორჯერ აისახა. 8 აპრილს გენერალური დირექტორის პოზიციაზე გიორგი გიგინეიშვილი შეცვალა დავით ტეტუნაშვილმა, ხოლო უკვე 16 აპრილის ამონაწერით, რეესტრში სახელმწიფო კომპანიის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილია მითითებული.

ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 100%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმებამდე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატის მანდატი მას 2019 წელს შეუწყდა, რის შემდეგაც, 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა