თინა ბოკუჩავა - ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს თხოვნა, რომ ისინი საქართველოში ხშირად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიც 26 მაისია

26 მაისი არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან - ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“.

„ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს თხოვნა, რომ ისინი საქართველოში ხშირად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიც 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან - ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს.

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპაში ბევრი სხვადასხვა პრიორიტეტია, ჩვენი პარტნიორები ამ დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ, აქ თბილისში.

ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლებად ვერ მოვიხსენიებთ, რადგან ხელისუფლების პირობებში ძალაუფლება ხალხშია, დღეს კი ექსკლუზიური ძალაუფლების წყაროა ივანიშვილი, რომელმაც რუსული სპეცოპერაციით, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება - ქართველი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. მსგავს რეჟიმს არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველ ხალხთან, შესაბამისად არც ის შეუძლია, რომ ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიც არის 9 აპრილი, ან 26 მაისი.

ისინი აღარ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ნებას, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს