რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესის შედეგად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა.

„სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 205 სამხედრო ტყვე გადაეცათ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა