ჯო უილსონი - "MEGOBARI აქტი" ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ჩაითრიოს საქართველო ირანის ტერორისტული რეჟიმის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ომის დამნაშავე პუტინისკენ

"ქართული ოცნება” პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს, “MEGOBARI აქტის” ხმების თითქმის 90%-ით მიღება აჩვენებს ამერიკის მიერ ტირანულ მაფიოზური ხროვის უარყოფას, რომელიც საქართველოს დიქტატორებისთვის ყიდის.

ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ და “MEGOBARI აქტის” ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თავისუფლების მეგობრები მადლობელნი არიან, რომ წარმომადგენელთა პალატამ გუშინ უდიდესი უმრავლესობით მიიღო ორპარტიული, ორპალატიანი “MEGOBARI აქტი”. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, ჩაითრიოს საქართველო ირანის ტერორისტული რეჟიმისკენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ომის დამნაშავე პუტინისკენ.

“MEGOBARI აქტის” ხმების თითქმის 90%-ით მიღება, აჩვენებს ამერიკის მიერ ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას, და ტირანიული მაფიოზური ხროვის უარყოფას, რომელიც საქართველოს დიქტატორებისთვის ყიდის.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს. ერთადერთი წინ მიმავალი გზა სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაა”, - განაცხადა უილსონმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს