ჩიკვაიძისა და პაპიაშვილის საქმის პროკურორი - სასამართლომ გამოიტანა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება

გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმის პროკურორის გიორგი ჯავარაშვილის განცხადებით, სასამართლომ ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეებად ცნო.

ამის შესახებ პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, რის საფუძველზეც გამოიტანა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულები ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა გიორგი ჯავარაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები - გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის