„MEGOBARI აქტი“ სენატს გადაეცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ „MEGOBARI აქტი“ ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგში იქნა შეტანილი.

კერძოდ, 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - “MEGOBARI აქტის” დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატას - სენატს გადაეცა.

კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.

ცნობისთვის, სენატის კალენდარში ასევე ასახულია სენატორი ჯინ შაჰინისა და სხვების მიერ წარდგენილი “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის და სხვა მიზნების კანონპროექტი” (ასევე ცნობილი, როგორც “MEGOBARI აქტი”), რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 27 აპრილს დაუჭირა მხარი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე