ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო იძულებული გახდება, რომ თავად შეიცვალოს

რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო იძულებული გახდება, რომ თავად შეიცვალოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გადაღებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველასთან ერთად, ვინც 80 წლის წინ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო და ეს აღარასდროს მომხდარიყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს კვლავ მოხდა და ისევე, როგორც ადრე, კიევის თავზე კვლავ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა და ბოროტებამ ჩვენს უკრაინულ მიწაზე კვლავ მოაღწია. სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს, აქ რუსული ტექნიკა დაწვეს.

აქ მხოლოდ ასეთ აღლუმს მიიღებს ბოროტება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ხვალ, აგრესორი სახელმწიფოს დედაქალაქში ცინიზმის აღლუმი გაიმართება“.

„უკრაინას არ დავიწყებია, რომ 80 წლის წინ ნაციზმის წინააღმდეგ ათობით ერი იბრძოდა. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო იძულებული გახდება, რომ თავად შეიცვალოს. ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიომ 80 წლის წინ გააკეთა, როცა ნათელი გახდა, რომ ბოროტებასთან შერიგება შეუძლებელია. მას უნდა ებრძოლო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა