შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა - ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ევროკომისიის პრესსამსახურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

მისივე თქმით, ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება.

„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება. რაც შეეხება ევროპულ სტრუქტურებსა და ორკესტრირებულ მოქმედებას, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ის რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. მე არ ვიცი ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებებს, თუმცა, მგონი მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსება სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფებისა თუ პროპაგანდის, რომელიც USAID-ისა და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრესმდივანი თუკი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველო საკითხებზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია. დადასტურებულია, რომ ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, EED-ის მეშვეობით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინცდამაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა