შალვა პაპუაშვილი „MEGOBARI აქტზე“ - ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა - როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო გადაეწყვიტა, დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც

ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო გადაეწყვიტა დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც. ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება და ვერც ეს აქტი დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის შინაარსისგან „აბსოლუტურად დაცლილი აქტი“.

„ამ აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ამის დანიშნულება იყო, რომ ორი დღე რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ეტარებინათ ბრიფინგები. ამის დანიშნულება იყო, რომ ევროკომისიის პრესმდივანი გამოხმაურებოდა ამ საკითხს. დანიშნულება იყო საინფორმაციო ხმაური ისტერიის შემოსატანად ქართულ პოლიტიკაში. ეს არის შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი აქტი, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს ვისაც ის მიიჩნევს საჭიროდ. ვერც ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები.

როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო გადაეწყვიტა დაესანქცირებინა თუ არა ვინმე, ასევე იქნება მომავალშიც. ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს და ვერც ეს აქტი დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არის რეალობა - საინფორმაციო ხმაურის შექმნა. გასაგებია, რომ ამ აქტის სახელწოდება შინაარსთან ვერ მოდის შესაბამისობაში, ამაში ყველა გავერკვიეთ.

ჩახედეთ და ნახეთ, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს?! მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაოს ერთად. აბა სადაა ოპოზიციაა? თუ ეს აქტი მათთვის ბიბლიაა, სად არიან? ვერ ვხედავთ! როგორც ჩანს, ჯო უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება USAID-ის, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით.

ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ხომ ვხედავთ, ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი არ ეყოთ სასაუბრო თემად. ამერიკა - საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც აშშ-ის და ამერიკელი ხალხის ყველაზე სანდო ქვეყანასთან გაიფუჭა ურთიერთობა, თავისივე ქმედებებით. ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში. იმით, რომ აფინანსებდა მოძალადე ჯგუფებს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას.

ამიტომ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან ზუსტად ამ საკითხზე გვაქვს კომუნიკაცია. მათ იციან ჩვენი მოლოდინები, რომ საჭიროა, ის რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, ეს გამოსწორდეს და ჩვენ ამისთვის ვართ მზად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა