შალვა პაპუაშვილი - გვყავს ადამიანების კასტა, რომლებიც სიტყვა „სამშობლოსაც“ არ აღიარებენ - სხვა ქვეყნის დროშებს შემოიფარებენ ხოლმე, სხვა კონსტიტუციას იფიცებენ და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებზე ამოსდით მზე და მთვარე

გვყავს ადამიანების კასტა - პარტიული, „ენჯეოშნიკური“, აქტივისტური, რომელიც თავის სამშობლოს მოწყდა, სიტყვა „სამშობლოსაც“ არ აღიარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ქართული საზოგადოებისთვის დაკარგული მოქალაქეები არიან, რომლებსაც ფორმალურად, ჯიბეში საქართველოს პასპორტი უდევთ, მაგრამ სხვა ქვეყნის ინტერესებზე უძგერთ გული.

„გარკვეული კასტა ჩამოყალიბდა პარტიული, NGO და ისე აქტივისტების ნაზავი, თავის თავს რომ ეძახიან, გულწრფელი მოქალაქე ვართო, ეს არაგულწრფელი ხალხი. გარკვეული კასტა არის, რომლებიც სხვა ქვეყნის დროშებს შემოიფარებენ ხოლმე, შემდეგ სხვა კონსტიტუციას იფიცებენ და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებზე ამოსდით მზე და მთვარე. ფაქტობრივად, ჩვენი საზოგადოებისთვის დაკარგული მოქალაქეები არიან, რომლებსაც ფორმალურად, ჯიბეში საქართველოს პასპორტი უდევთ, მაგრამ რეალურად, მათი გული სხვა ქვეყნების თუ ჯგუფების ინტერესებით ძგერს.

სინამდვილეში, მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს საზოგადოებას უდგას არის ის, რომ გვყავს ადამიანების კასტა - პარტიული, „ენჯეოშნიკური“, აქტივისტური, რომელიც თავის სამშობლოს მოწყდა, სიტყვა „სამშობლოსაც“ არ აღიარებენ. მათთვის ტერმინი „სამშობლო“ აღარ არსებობს. არიან გარკვეული ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი, სადაც თუკი ადრე გვეუბნებოდნენ, რომ პროლეტარები ყველა ქვეყნის უნდა გაერთიანდეთო, ახლა ესენი ამბობენ - ლიბერალები ყველა ქვეყნისა უნდა გაერთიანდეთო. მნიშვნელობა არ აქვს ქართველი ხარ, გერმანელი, ფრანგი თუ ვინ, შენ გაქვს საერთო ინტერესიო. ქართველი ხარ თუ ლატვიელი, ორივეს ერთი ინტერესი გვაქვს. მერე გამოვა ლატვიის დაზვერვის სამსახური და იტყვის: არა გენაცვალე, თქვენ იომეთ, რომ ჩვენ წყნარად ვიყოთ, ეს არის ჩვენი ინტერესიო. ამას ეუბნებიან და ესენიც ამ ყველაფერს ხბოს თვალებით შეჰყურებენ და ამბობენ, კი ბატონო უცხოელებო, გვითხარით რაღაც იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი გურუ და წინამძღოლი“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა