მოსამართლემ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ირაკლი კობახიძე რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.

„იმ პირობებში, როდესაც, პირი, ამ ეტაპზე, არ არის გამოკითხული და სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ეს პირი რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქვე მივუთითებ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გარემოება შეიცვლება, დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომლის შეფასების საფუძველზე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს და ექნება შესაძლებლობა შეაფასოს ფლობს თუ არა ეს პირი მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებს საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების.

ამ ეტაპზე, მითითებული გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“,- განაცხადა ნინო სახელაშვილმა.

ცნობისთვის, ადვოკატებმა სასამართლოს პრემიერ-მინისტრის გამოკითხვის შუამდგომლობით 28 აპრილის სხდომაზე მიმართეს. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა“. ამასთან, 7 მაისს გახდა ცნობილი, რომ ამავე განცხადების გამო, მზია ამაღლობელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და „ხალხის ძალის“ დეპუტატ სოზარ სუბარს სასამართლოში უჩივის. სარჩელის ავტორების განცხადებით, სარჩელით მოთხოვნილია გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის