გიგი წერეთელი - მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ აშშ - თან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა

მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ხელს უწყობს „არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, „MEGOBARI აქტი“-ს ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება”.

„ამ ვითარებაში, „MEGOBARI აქტი“- ს მიღება, კონგრესის უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ჩვენი ხალხის ცივილიზებული მომავლის მხარდაჭერაა. იმ ადამიანების და მათი ოჯახების თანადგომაა, ვინც თავისუფლებისა და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის საპატიმროებშია გამომწყვდეული. ასევე, მათი ვინც თვეების განმავლობაში დემოკრატიული არჩევანის წართმევას აპროტესტებს. ეს აქტი ჩვენი კონსტიტუციის და მისი 78-ე მუხლის პატივისცემაა, რაც მკაფიოდაა აღნიშნული ამ დოკუმენტში.

დღეს არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლები და ყველა, ვინც ხელს უწყობს არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, გზას უღობავს ევროპულ ინტეგრაციას და მხოლოდ რუსულ პერსპექტივას უტოვებს ქვეყანას, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება. ეს პროცესი მძიმე იქნება, არამხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების და და მათი გარემოცვისთვის, არამედ ქვეყანასაც აზარალებს. სამწუხაროდ, სხვა არჩევანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ დატოვა.

ეს აქტი სენატშიც დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ტრამპიც ხელს მოაწერს.

თუმცა, მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა. ეს საკითხიც ხაზგასმულია „MEGOBARI აქტში“ - სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, მეტი მხარდაჭერა თავდაცვის, განათლების, ეკონომიკური და სხვა სფეროებში, ხალხებს შორის უფრო აქტიური ურთიერთობები, რაც გამარტივებულ მიმოსვლას გულისხმობს და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, ამ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს, ძლიერი მეგობარი გვერდით.

ამიტომ, სანამ საბოლოოდ ამოიწურება შესაძლებლობა და ეს სიკეთეები არ დაიკარგოს, არსებული ვითარება უმოკლეს დროში უნდა შეიცვალოს.

ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მან კარგად იცის, რაც არის საჭირო. აგრესიით, რეპრესიით, პოლიტიკური პატიმრებით და თავისუფალ არჩევნებზე უარის თქმით არაფერი გამოვა და ვითარება უფრო დამძიმდება. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა იზოლაციაში და ერთპარტიულ ავტოკრატიაში ცხოვრება, ამიტომაა პროტესტი თვეებია და არ ქრება. რაც ხალხს სურს, ის მოხდება საბოლოოდ. ასეთია ისტორიული გამოცდილება”, - განაცხადა წერეთელმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს