შალვა პაპუაშვილი - სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ის სპეკულაცია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები.

„ის სპეკულაცია, ისტერია და შეთქმულების თეორიები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი და რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები,“ - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს