„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ქართველ დიპლომატებსა და ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, განსახილველი საკითხი "MEGOBARI აქტი" და მიმდინარე პროცესები იყო.

"MEGOBARI აქტი" უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავ მიზნად, დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ნაბიჯები დაიგეგმა, რომ გაძლიერდეს საერთაშორისო ფლანგზე ჩვენი მუშაობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 9 მაისს ბევრნი ვიყოთ, რადგან ამ აქტს სჭირდება აქციაზე ჩვენი ბევრი ყოფნა, რათა უფრო დაჩქარდეს ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელიაც. მისი შეფასებით, შეხვედრაზე ყველა ძირითადი გამოწვევა განიხილეს, რომელიც ქვეყანას აქვს.

"შეხვედრა გვქონდა ქართველ დიპლომატებთან, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოს ემსახურებიან. ჩვენ გავიარეთ ყველა ძირითადი გამოწვევა, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით. დავთქვით მეტი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გზები და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საერთაშორისო კომუნიკაცია და ქართველი ხალხის დემოკრატიული ხმის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ეფექტური იყოს და კიდევ უფრო ძლიერი გახდეს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე