მედია - რობერტ ფიცო რუსეთში გაემგზავრა - მოსალოდნელია, რომ ფიცოც ვუჩიჩის მსგავსად, მოსკოვში უცნაური ტრაექტორიით წავა, მისი თვითმფრინავი გადაიფრენს უნგრეთს, რუმინეთს და შავ ზღვას, ვიდრე რუსეთის საჰაერო სივრცეში შევა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სერბეთისა და სლოვაკეთის ლიდერებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე დახურეს, მოსალოდნელია, რომ ფიცო, ვუჩიჩის მსგავსად, უცნაური ტრაექტორიით წავა მოსკოვისკენ.

გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფიცოს თვითმფრინავი გადაიფრენს უნგრეთს, რუმინეთს, შავ ზღვას (თურქეთისა და საქართველოს სანაპიროს მახლობლად), სანამ რუსეთის საჰაერო სივრცეში შევა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე