დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„მისაღები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაურღვევლობის პატივისცემაზე“, - წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე, ევროპელებთან ერთად, ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და თუ ჩემი სამსახური საჭირო გახდება, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, - წერს ტრამპი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა