„ლელო - ძლიერი საქართველო“ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის და კომისიის წევრების მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო - ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის და კომისიის წევრების გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განმარტა, „არცერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომელიც ე.წ. კომისიის თავმჯდომარის და წევრების მიერ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ გავრცელდა, უპასუხოდ არ დარჩება“.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის დავალებით თეა წულუკიანმა ფარსი, ცირკი მოაწყო, რომელზეც მონაწილეობაზე კოალიცია „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ უარი განვაცხადეთ, რადგან ამ ტიპის საცირკო წარმოდგენაში, რომელშიც მთავარი ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი იყო, მონაწილეობას არ ვაპირებდით და არც ვაპირებთ ლეგიტიმაცია არალეგიტიმურ პარლამენტს მივანიჭოთ.

თავის მხრივ, აუცილებლად, მთელ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ შემსრულებლებს ვაკისრებთ, მათ შორის თეა წულუკიანს. ბიძინა ივანიშვილის, ლევან მურუსიძის სასამართლოში თეა წულუკიანს ვიბარებთ, რომელიც ვალდებულია გამოცხადდეს. კეთილი ინებოს და მისივე სასამართლოში გამოცხადდეს. იმ დანაშაულებრივ პროპაგანდაზე და ცილისწამებაზე პასუხი აგოს, რაც მან აწარმოვა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

თუ მისი ბოდვა წარმოადგენს მისხალ სიმართლეს მაინც, ნუ შეეშინდება, ჩარჩება პარლამენტის მიყრუებულ კედლებში, მურუსიძის სასამართლოში მოვიდეს და ძალიან მარტივ, პრიმიტიულ კითხვებს პასუხი გასცეს - რას წარმოადგენს ეს საცირკო წარმოდგენა შესაბამისი არალეგიტიმური კომისიით? რა ლეგიტიმაციით სარგებლობს ეს არალეგიტიმური კომისია? - მას [თეა წულუკიანს] ცილისწამებაზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს და ეს განაცხადი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევა. თეა წულუკიანის არცერთი ბოდვა, რომელიც პროპაგანდისტული საშუალებებით მოვისმინეთ, უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა კუპრაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ