ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი - ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ

ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს იყო ხელისუფლების დამსახურება. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, პირველ რიგში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო ვარშავაში, კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, კობახიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მის მიერ გასული წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირებს.

„რა შუაშია 28 ნოემბერი? 28 ნოემბერი სად იყო, როდესაც 2022 წლის ივნისში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი? იქიდან, წელიწადნახევარი, სრულიად სამარცხვინოდ არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს. შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გვითხრეს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. რა შუაშია 28 ნოემბერი? 28 ნოემბერს დაიწყო რაიმე? ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს იყო ხელისუფლების დამსახურება. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მაშინ მტკიცედ დაუდგა საქართველოს ხელისუფლებას. რომ არა ქართველი ხახლის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე ქართველ ხალხთან ერთად და გამოვგლიჯეთ ევროპელ ჩინოვნიკებს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ.

რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, გაქვთ პასუხი? არ არსებობს პასუხი. ხელის გულზე დევს სამარცხვინო უსამართლობა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან.

2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, როცა ყველაფერი გავაკეთეთ სტატუსის მისაღებად, სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა?

ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში. ყოველ ჯერზე ამას ვიმეორებთ. ჩვენ ვართ ყველაფრისთვის მზად. როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ბუნებრივია, ყველა ფორმატზე მზად ვართ. პირიქით, აუცილებლად წავალთ ნებისმიერ ფორმატში. უსამართლობის დასრულება იქნებოდა მიწვევა. როგორც კი დასრულდება უსამართლობა, ჩვენ მზად ვართ, დღესაც მზად ვართ. ისინი აკეთებდნენ ამას, მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ჯერ 2022 წლის ივნისში. მერე წელიწადნახევარი მათ გაგვიხარდეს მოლაპარაკებები. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რაზეა ლაპარაკი?! ალბანეთში დაგეგმილია ვიზიტი, იქიდან გამომდინარე, რომ მოწვევა გამოგზავნილია.

ჩვენი გზავნილია ის, რომ გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპელი ჩინოვნიკების დამოკიდებულების ცვლილებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა