შალვა პაპუაშვილი - დანამდვილებით ვიცით, რომ „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის არა თუ ემზადებიან, აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული - სასაცილოა, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლებს თვალში ნაცარს აყრიან

დანამდვილებით ვიცით, რომ ამ მომენტისათვის „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებისთვის არა თუ ემზადებიან, აქტიურ მოქმედებებზე არიან გადასული - სასაცილოა, რომ ეს ადამიანები ამომრჩევლებს თვალში ნაცარს აყრიან, თავი რევოლუციონერებად მოაქვთ და ამ დროს არჩევნებისთვის ორგანიზება და მომზადება აქვთ დაწყებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რეგიონში კარგად ჩანს და არ იმალება.

მისივე თქმით, უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“როგორ შეიძლება უცხოელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომ ოპოზიციას არჩევნებზე რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს?! ამომრჩეველს ერთადერთ რამეს ჰპირდებიან, რომ გარედან მიღებული რეკომენდაციებით, რჩევებით თუ მითითებებით იმოქმედებენ. ოპოზიცია და NGO სექტორი საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთ რამეს საყვედურობს: - ევროკომისიის პრესმდივნის თანაშემწე რომ გეუბნება, რატომ არ უჯერებო. მათ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ დონეზე ესმით. ჩვენ მხოლოდ ქართველ ხალხს ვუჯერებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს