თინა ბოკუჩავა - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპაში უმაღლეს დონეზე ნამდვილად  დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ - უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება საერთო ძალისხმევით არ გაერთიანდება, ძალიან მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს.

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება. მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი ნამდვილად ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ და მანამდე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხედოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!