თინა ბოკუჩავა - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპაში უმაღლეს დონეზე ნამდვილად  დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ - უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება საერთო ძალისხმევით არ გაერთიანდება, ძალიან მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს.

„ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება. მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი ნამდვილად ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ და მანამდე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხედოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს