შალვა პაპუაშვილი - ადამიანებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი იმედს აძლევდა, რომ თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ წავლენ, დაიცავენ - მინდა მათ ვუთხრა: არ გქონდეთ არავის იმედი

ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი იმედს აძლევდა, რომ თუ კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ წავლენ, გადაეფარებიან და დაიცავენ - მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა: - არ გქონდეთ არავის იმედი! - ეს განცხადება დღეს მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის მანდატით მოქმედებს და დაბარების შემთხვევაში, ყველამ ნება უნდა იბოძოს და კომისიის სხდომაზე მივიდეს.

აქვე პაპუაშვილმა დასძინა, რომ კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

„მათ [საგამოძიებო კომისიაზე არ მისულ პირებს] არჩევანი ჰქონდათ, წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ წასულიყვნენ რომელიღაც დიპლომატების წინააღმდეგ. არჩევანი გააკეთეს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასულიყვნენ. შესაბამისს პასუხსაც მიიღებენ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან და რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობისგანაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე